მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილზე: ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა

Read Time:1 Minute, 26 Second

სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე რა ხარისხით წაჰყვა ნაცების ნარატივს, ახლა გეტყვით. ერთი-ერთი მიმართულება, პიარის, მათ ტელევიზიებზე და პარტიულ წარმომადგენლებზე დავალება, რა აქვთ, იცით? რომ საქართველოში ჩამოდიან რუსები და აღარ მიდიან უკან. მიუხედავად იმისა, რომ იციან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, მათი დიდი ნაწილი არის ეთნიკურად ქართველი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ კავშირშია „ნაციონალების“ ნარატივთან, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოში ვაგონებით ჩამოდიან რუსები და უკან აღარ ბრუნდებიან. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში ჩამოსული რუსების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია.

,,ამის მიუხედავად, მაინც ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ჩამოდიან რუსები და რჩებიან და აღარ მიდიან. ახლა, ამ ნარატივის აწევა, როგორ მოუნდა ქალბატონ სალომეს. ვაგონებით ჩამოდიანო – ეს სიტყვა უხსენებია. ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა. აი, წარმოიდგინეთ, პიარ სტრატეგიაში და პიარ ხაზში ჩაჯდომის ხარისხის სურვილი. ვაგონებით ჩამოდიან რუსები, ამას ხომ აქვს რაღაც საზღვარი. გავიგე, თქვა რაღაცა, გავაკრიტიკეთ, იმიტომ რომ არაობიექტური იყო, ამას არაობიექტურიც აღარ ჰქვია. უბრალოდ, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ის სრული ნარატივი, რომ რუსები ჩამოდიან და მასიურად რჩებიან, რა თქმა უნდა, ბევრი რუსი, უკრაინელი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, მაგრამ რადგან უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მიუხედავად მისი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი განცხადებების მიუხედავად და რუსეთი, რომ ოკუპანტი ქვეყანაა, ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. ეს ვთქვით და აქ მართლები აღმოვჩნდით. ფაშისტობას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ეს ერთი. მაგრამ, ამასაც თავი დავანებოთ. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა, ვინც რჩება, ეთნიკურად ქართველია. 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს მინიმუმ რუსეთში და ამ ადამიანებიდან 50 ათასი, რომ ჩამოვიდეს, უნდა ვიძახოთ, რომ რუსები ჩამოვიდნენ? ხომ შეიძლება, სიმართლეს თვალი გაუსწორო და ტყუილი ნარატივი არ გამოვიყენოთ. ქალბატონი სალომე ამ ნარატივს აძლიერებს, ეს არის ძალიან დამაზიანებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის
Next post გორში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წილისყრა გაიმართა