გორში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წილისყრა გაიმართა

Read Time:1 Minute, 15 Second

26 ნოემბერს გორი ძიუდოს წლის მთავარ საკლუბო ტურნირს, ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს. ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ეს შეჯიბრება შოთა ჩოჩიშვილის სახელს ატარებს. დღეს გორში გათამაშების წილისყრა გაიმართა, სადაც ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართული კლუბის მეტოქეები გამოვლინდნენ.

ტურნირზე ევროპის საუკეთესო 15 კლუბი იასპარეზებს, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის. ჩემპიონთა ლიგაზე მამაკაცთა რვა კლუბიდან სამი – ქართული, ორი – ფრანგული, თითო- სერბული, ესპანური და ბერძნული კლუბია.

წილისყრის თანახმად, „გოლდენ გორი“ ესპანურ „სტაბიას„ შეხვდება, „მებრძოლი“ – ფრანგულ პსჟ-ს და „არეა“ – სერბულ „რედ სტარს“.

„გოლდენ გორი“ – ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ვლადიმერ ახალკაცი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე ( 90) და გელა ზაალიშვილი (+90).

„მებრძოლი“ – გიორგი თუთაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (66), გიორგი ჩიხელიძე (73), ფრიდონ გიგანი, ტატო გრიგალაშვილი (81), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან გუგავა, უშანგი მარგიანი, ლაშა ბექაური (90), ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ონისე სანებლიძე (+90).

„არეა“ – თენგო ზირაქაშვილი, გიორგი სარდალაშვილი (66), გიორგი ტერაშვილი, ვახტანგ პავლიაშვილი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81), სოსო ებილაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (90), საბა ინანეიშვილი, შალვა გურეშიძე (+90).

გორში, ტურნირზე ფრანგული კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ვიხალავთ ლეგენდარულ ძიუდოისტს, ტედი რინერს. მის გუნდში ტიტულოვანი სპორტსმენები – დენის ვიერუ, მანუელ ლომბარდო და დავლათ ბობონოვი ჭიდაობენ.

26 ნოემბერს საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე ძიუდოს ბევრი სხვა ვარსკვლავიც გამოვა. ესპანურ კლუბ „სტაბიაში“ ჭიდაობს მსოფლიო პირველობის ორგზის გამარჯვებული, ქართველი ნიკოლოზ შერაზადიშვილი. ესპანურ ქალთა კლუბ „ვალენსიაში“ კი მსოფლიოს ჩემპიონს, დარია ბილოდიდსაც ვიხილავთ.

ბევრი ცნობილი და ტიტულოვანი ძიუდოისტითაა დაკომპლექტებული სერბული კლუბი „რედ სტარიც“ (ორუჯოვი, მოლაი, მაჟდოვი, რახიმოვი).

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ გორი“ შარშანდელი გათამაშების ბრინჯაოსმედალოსანია – გორელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „მებრძოლი“ დაამარცხეს.

ტურნირი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება, შეჯიბრი 10:00-ზე დაიწყება და დასწრება უფასო იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილზე: ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა
Next post მიხეილ ყაველაშვილი გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნაზე: საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით აკვირდება ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს – ნუ შეურაცხყოფს საკუთარ წინაპრებს, მეგობრებს და საზოგადოებას, რომელმაც აირჩია