მიხეილ ყაველაშვილი გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნაზე: საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით აკვირდება ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს – ნუ შეურაცხყოფს საკუთარ წინაპრებს, მეგობრებს და საზოგადოებას, რომელმაც აირჩია

Read Time:29 Second

საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართული სპეცოპერაცია მიმდინარეობს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტისა და ნიკა გვარამიას სავარაუდო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გვარამიას შეწყალება საზოგადოების დიდი ნაწილის შეურაცხყოფა იქნება.

„ამ პროცესს სხვადასხვა აქტორი ჰყავს – ენჯეოსექტორმა და რადიკალური ოპოზიციის ფრთამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვაანონსებდით, რომ შემოდგომაზე ეს პროცესი გააქტიურდებოდა. ქალბატონი პრეზიდენტის საეჭვო ქმედებები ჯერ კიდევ [უკრაინაში] ომის დაწყების შემდეგ გამოიკვეთა. ეს არის მიზანმიმართული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით აკვირდება ამ ქალბატონის გადაწყვეტილებებს და ნუ შეურაცხყოფს საკუთარ წინაპრებსაც, მეგობრებსაც და საზოგადოებას, რომელმაც ეს ქალბატონი აირჩია“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გორში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის გათამაშების წილისყრა გაიმართა
Next post პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო