პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო

Read Time:25 Second

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად, თემატური მოკვლევა დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტში აღნიშნული ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თერჯოლაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნაზე: საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყურადღებით აკვირდება ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს – ნუ შეურაცხყოფს საკუთარ წინაპრებს, მეგობრებს და საზოგადოებას, რომელმაც აირჩია
Next post თინა ხიდაშელი: ნებისმიერი ადამიანი, ვის სიცოცხლესაც საპატიმროში საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტისგან შეწყალებას იმსახურებს