თინა ხიდაშელი: ნებისმიერი ადამიანი, ვის სიცოცხლესაც საპატიმროში საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტისგან შეწყალებას იმსახურებს

Read Time:29 Second

თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„როგორი ოპონენტიც არ უნდა ვიყო მე მიხეილ სააკაშვილის და მის მიმართ ნულოვანი პოლიტიკური სენტიმენტი მაქვს, თუ დადასტურდება, რომ მის სიცოცხლეს მართლა საფრთხე ემუქრება, პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც სალომე ზურაბიშვილის მოუწოდებს მისი შეწყალებისკენ. არსებობს ჰუმანიტარული ამოცანები ქვეყნის წინაშე და ეს მიხეილ სააკაშვილს კი არ ეხება, ნებისმიერ პატიმარს შეეხება, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება საპატიმროში, ამიტომ აქვს ზუსტად პრეზიდენტს შეწყალების უფლება, რომ ის იმსახურებს, რომ პრეზიდენტმა ამ უფლებით ისარგებლოს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად თემატური მოკვლევა დაიწყო
Next post ფოთში, კლინიკა “ბომონდში” “გოლიათი” ბავშვი დაიბადა