იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს

Read Time:36 Second

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს.

„დიახ, მივიჩნევ, რომ ეს კარგი მოედანია პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ვფიქრობ, ფორმატი უნდა განვსაზღვროთ. მოუთმენლად ველოდები სამიტს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში.

7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები უნდა გამართოს.

„რაც შეეხება ნატოს მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ ნატო-უკრაინა და ნატო-საქართველო ფორმულით შეხვედრები უნდა გავმართოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს, რათა სოლიდარობა დავუფიქსიროთ ამ ქვეყნებს, რომ მათ მარტო არ ვტოვებთ. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ ნატოს ლოიალური მოკავშირეები“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ნატოს მორიგი სამიტი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: თვითონ სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
Next post სოზარ სუბარი: რადიკალური და კარდინალური ცვლილებები მოხდა სოფლის მეურნეობაში – დიდი ნაწილი სწორედ ლევან დავითაშვილის მინისტრობის პერიოდში განორციელდა