სოზარ სუბარი: თვითონ სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა

Read Time:43 Second

თვითონ სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მისი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ადამიანები შედიან სააკაშვილთან, მისი თანაგუნდელები და საათობით ელაპარაკებიან მას, რომ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სააკაშვილის წამებად ჩაითვალოს და ზოგ შემთხვევაში იმათ წამებად, ვინც მასთან შედის.

„გამოდის ხატია დეკანოიძე და ამბობს, რომ სააკაშვილს ჩავარდნები აქვს მეხსიერებაში. ამბობდნენ, რომ დასხივებით აწამებენ მას და შემდეგ მთლიანად გაქრა ეს თემა, ფარმაკოლოგიური წამებაზე საუბრობდნენ და ესეც გაქრა. თაკო ჩარკვიანმა საერთოდ სასწაულები ილაპარაკა 2 თვის წინ მის ჯანმრთელობაზე. როგორც ჩანს, ფსიქიკური პრობლემები აქვს და ძნელია, ამაში არ დავეთანხმოთ მის თანაგუნდელებს, როდესაც ამ კაცის ვუყურებთ ტელევიზიით. მის თანაგუნდელებს უფრო ხშირი შეხვედრა აქვთ. როდესაც საუბარია წამებაზე, შეიძლება ითქვას, ისეთი ადამიანები შედიან სააკაშვილთან, მისი თანაგუნდელები და საათობით ელაპარაკებიან მას, რომ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება სააკაშვილის წამებად ჩაითვალოს და ზოგ შემთხვევაში იმათ წამებად, ვინც მასთან შედის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე: “წელს დამთავრდება პუტინის პოლიტიკური მოღვაწეობის საკითხი და მიყვება მისი შლოპანცი – ბიძინა ივანიშვილი”
Next post იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს