იაგო ხვიჩია – მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ

Read Time:1 Minute, 6 Second

მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ სახლხო დამცველობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ცხადია, ადამიანს უნდა ჰქონდეს სიცოცხლის უფლება. თუ ადამიანია და რამე უფლება აქვს, მთავარია, იყოს ცოცხალი. თუ იქნება ცოცხალი, ის ცოცხალი ვერ გადარჩება, თუ მონაა. იმიტომ, რომ მონის უფლებების დაცვა უბრალოდ სისულელეა. შეუძლებელია, მონა არ მოკვდესო, თქვა, ბევრს ნუ ამუშავებო და ა.შ. ამიტომ, საჭიროა, ადამიანი იყოს თავისუფალი და იმისთვის, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს და არავის მონა არ იყოს, მას უნდა ჰქონდეს საკუთრება. საკუთრების უფლება არის გარანტი სინამდვილეში იმის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და იყოს ცოცხალი. ეს ყველაფერი ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ესწრაფოდეს ბედნიერებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ არასრულწლოვანთა შრომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოგონილი საკითხია.

„მშობლები და შვილები მუდამ ერთად შრომობდნენ, კაცობრიობა ასე გაიზარდა, ზოგადად. ბავშვები შრომის დროს სწავლობენ და მშობლები შვილებს შრომით ასწავლიან. მე ასე მასწავლიდნენ ჩემი მშობლები. ზოგადად, მშობლები არიან შვილების წარმომადგენლები, სამყაროში ყველაზე მეტად არიან მოწადინებული იმისთვის, რომ შვილისთვის უკეთესი გააკეთონ. შეიძლება, ეს სხვადასხვანაირად გვესმოდეს, ჩვენი შვილისთვის რა არის უკეთესი, მაგრამ ზოგადად, თუ შეიძლება, ვინმე ყველაზე მეტად ღელავდეს, ეს მშობელია. შესაბამისად, მშობლის თანხმობით ბავშვი რომ მუშაობდეს და ეს მართლა, რომ ავკრძალოთ, მშობლის თანხმობით ბავშვის მუშაობა, ჩემი აზრით, კატასტროფას მივიღებთ. ზოგადად, ასე საზოგადოება არ ფუნქციონირებს. ასეთი ტიპის რაღაც დათქმები საწინააღმდეგოა თვითონ ადამიანის და ცივილიზაციის ისტორიის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა კაკაბაძე: ჩვენზეა დამოკიდებული რაზე გავაკეთებთ არჩევანს – დემოკრატიის ლამაზი ლოზუნგებით შენიღბულ მორჩილებაზე თუ რეალურ თავისუფლებაზე და ღირსებაზე
Next post კახა კალაძე: ვაკის პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს