თვითმხილველების ინფორმაციით, ყაზბეგში ვერტმფრენს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა, იქამდე კი აფეთქების ხმა გაიგეს

Read Time:18 Second

თვითმხილველები ყაზბეგში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ ყვებიან. როგორც „ინტრეპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მათ აფეთქების ხმა გაიგეს და დაინახეს, რომ „ვერტმფრენს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა, ნაპერწკლებს ყრიდა და კვამლი ასდიოდა, შემდეგ კი, ხმელეთზე ჩამოვარდა“.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.

ადგილობრივების ცნობით, სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის, სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომლები არიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა
Next post როგორ გავიგოთ, შხამიანია თუ არა გველის ნაკბენი. ვიდეო