როგორ გავიგოთ, შხამიანია თუ არა გველის ნაკბენი. ვიდეო

Read Time:50 Second

საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 26 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს, რომელთა შორისაც ყველაზე შხამიანი გიურზაა. მათგან თბილისის ტერიტორიაზე 15 სახეობის ქვეწარმავალს შეიძლება შეხვდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დედაქალაქში ყველა სახეობა ბინადრობს. ისინი ქალაქის ირგვლივ ბუნებრივ არეალში ცხოვრობენ, თუმცა ქალაქში მათი მოხვედრის ალბათობა დიდია. ამის შესახებ “იმედის დილაში” ისაუბრეს.

ქალაქის შემოგარენიდან თბილისში ქვეწარმავლები ძირითადად ავტომანქანებს ან სამშენებლო მასალებს მოჰყვებიან ხოლმე. ზოოპარკის წარმომადგენელი კოტე ფხაკაძე მოქალაქეებს რჩევებს აძლევს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქვეწარმავლებთან მათი აღმოჩენის შემთხვევაში.

კოტე ფხაკაძის თქმით, ყველა გველი საშიში არ არის, ის სასარგებლო ცხოველია და მღრღნელებს დიდი რაოდენობით ანადგურებს. თუმცა, ფხაკაძის თქმით, მას მაინც უნდა მოვერიდოთ. ამასთან, უვნებლები არიან მცურავი გველები.

კოტე ფხაკაძის თქმით, გიურზა თბილისში უფრო ბოტანიკური ბაღის იქით მდებარე ტერიტორიაზე გვხვდება, არის ხოლმე შემთხვევები დასახლებულ ადგილებშიც ვიპოვოთ, თუმცა იშვიათად.

პირველი, რაც გველთან უნდა გავაკეთოთ – ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ. თუ გველის დაგესვლის დროს სხეულზე ჩნდება ორი ნაკბენი, ეს გველი ესე იგი არის შხამიანი და თუ ბევრი წვრილი პატარა ნაკბენი დატოვა სხეულზე, ეს არაა შხამიანი ნაკბენი, მაგრამ მაინც აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თვითმხილველების ინფორმაციით, ყაზბეგში ვერტმფრენს ჩამოვარდნამდე ცეცხლი გაუჩნდა, იქამდე კი აფეთქების ხმა გაიგეს
Next post პატრიარქმა ფერეიდნელი ქართველები მიიღო