თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის საბოლოო დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია, შესაბამისად, ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

Read Time:2 Minute, 19 Second

ბოლო პერიოდში ქვეყანაში აღინიშნება COVID ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკა და სტაბილიზაცია, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის, ისე გარდაცვალების შემთხვევების მხრივ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში, ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, 1 მილიონ მოსახლეზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის სრულად ვაქცინირებული ქვეყნების უმეტესობაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა.

„ხოლო ყველა COVID ავადმყოფს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ CFR -ის (case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 119 ქვეყანაზე უკეთესი (უფრო დაბალი) აქვს. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა COVID პაციენტების კლინიკური მართვის ოპტიმიზაციის, პაციენტების პროაქტიური მკურნალობის და უახლესი მედიკამენტების, პირველ რიგში „რემდესივირის“, ასევე „ბარიციტინიბის“ და „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენების შედეგად. უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყანაში პირველი ტაბლეტირებული ანტივირუსული მედიკამენტის „პაქსლოვიდის“ შემოტანა და პრაქტიკაში დანერგვა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში და ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა. ამდენად, დღეს ჩვენი ექიმების განკარგულებაშია COVID პაციენტების პროაქტიური მართვისთვის აუცილებელი საუკეთესო მედიკამენტების სრული პაკეტი. 100-ზე მეტი COVID კლინიკის და 200-მდე „online“ კლინიკის ექიმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი/მომზადება, რაც ამ პაკეტის ეფექტიანი გამოყენების აუცილებელი პირობაა.

სადღეისოდ შემუშავებულია და დანერგილია COVID ავადმყოფების მკურნალობის შემდეგი ალგორითმი. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ოჯახის („ონლაინ“ კლინიკის) ექიმს საშუალება აქვს მყისიერად გააკეთოს 3 არჩევანი:

უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტები, რომელთა ასაკი 65 წელზე ნაკლებია და არ აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დატოვონ ბინაზე დაკვირვების ქვეშ და საჭირო შემთხვევაში დაუნიშნონ მხოლოდ სიმპტომური თერაპია.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, მაგრამ აქვთ ასაკი 65 წელზე მეტი და/ან აქვთ დაავადების დამძიმების რისკები (თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ჭარბი წონა და სხვ.) დაუნიშნონ „პაქსლოვიდის“ ტაბლეტებით მკურნალობა ბინაზე (აუცილებელი პირობაა, რომ „პაქსლოვიდით“ მკურნალობა დაწყებულ იქნეს დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღისა). ამასთან, მედიკამენტის ბინაზე მიწოდება ხდება ექიმის მიერ“ – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ COVID ავადმყოფების ადრეულ სტადიაზე სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავადმყოფის დამძიმება, რეანიმაციაში მოხვედრა, მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა და ლეტალური გამოსავალი.

„პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია (ჰოსპიტალიზაციის ჩვენება დეტალურად არის გაწერილი COVID-19-ის კლინიკური მართვის ეროვნულ გაიდლაინში), რაც შეიძლება დროულად (არაუგვიანეს სიმპტომების გამოვლენიდან 8-10 დღისა) უნდა იყონ ჰოსპიტალიზებული და ჩაუტარდებათ მკურნალობა „რემდესივირით“ და ყველა სხვა საჭირო მედიკამენტებით.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ COVID ავადმყოფების ადრეულ სტადიაზე სწორი მართვის შემთხვევაში შესაძლებელია მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავადმყოფის დამძიმება, რეანიმაციაში მოხვედრა, მექანიკურ ვენტილაციაზე გადაყვანა და ლეტალური გამოსავალი. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობამ აქტიურად ითანაშრომლოს ჯანდაცვის სისტემასთან და ყველა ეტაპზე ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები.

COVID ეპიდსიტუაციის დადებითი დინამიკისა და სტაბილიზაციის მიუხედავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას. უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემია არსად წასულა და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში (სამხრეთ კორეა, გერმანია, საფრანგეთი, აშშ, ჰონგ კონგი და სხვ.) ჯერ კიდევ აღინიშნება ახალი შემთხვევების და გარდაცვალების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები.
და კიდევ, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID პანდემიის საბოლოო დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია და შესაბამისად, ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია “ოცნებას”: როდესაც ბუჩაში ჩასვლა ვაჭრობად აქცევ, უზნეო არარაობა ხარ!
Next post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი, ადეიშვილი და ლორთქიფანიძე იყვნენ ტერორისტული სისტემის შემადგენელი ნაწილი საქართველოში