გიგა ბოკერია “ოცნებას”: როდესაც ბუჩაში ჩასვლა ვაჭრობად აქცევ, უზნეო არარაობა ხარ!

Read Time:47 Second

როდესაც ბუჩაში ჩასვლა ვაჭრობად აქცევ, უზნეო არარაობა ხარ! – ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მისამართით “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში თქვა:

“მე არ ვეთანხმები, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ წყენის რაღაც საფუძველი აქვს “ქართულ ოცნებას” უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ამ ვითარებაში ამ საკითხის გამო ისეთ საკითხზე, როგორიც არის ის, რაც ბუჩაში მოხდა, რაც ჩაიდინა ამ ბოროტების იმპერიამ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ეს ამაზრზენი დანაშაული. ამ დროს ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებაა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის ჩასვლა. ამას ვაჭრობის საგნად, რომ აქცევ, ხარ უზნეო არარაობა. ამ დროს პროპაგანდა აქვთ, როგორ გაწირა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხი, როცა წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს. მათი სპიკერები ამბობენ ამას, ვინც მათ ორგანოებში სხედან და ამისგან დისტანცირება არ მოუხდენიათ. მეორე ხაზი აქვთ დამადლების, ნახე – ჩვენ ამდენი გავუკეთეთ… იქ რომ ხმა მივეცით რუსეთის წინააღმდეგ. ჯერ ერთი რუსეთის წინააღმდეგ ხმას იანუკოვიჩის უკრაინაც აძლევდა და შეიძლება ლუკაშენკოს ბელარუსსაც მიეცა რაღაც ვითარებებში, ეგ არის მანევრირების საშუალება,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, აქ მთავარია ის, რომ ამას მარტო უკრაინისთვის კი არ აკეთებ, არამედ საკუთარი ქვეყნისთვისაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა – აზოვი
Next post თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის საბოლოო დაძლევა ქვეყნის მოსახლეობის სრული ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია, შესაბამისად, ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია