თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილზე: ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან“ ერთად პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში

Read Time:44 Second

ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან“ ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერო ორგანიზაციაა), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ თეა წულუკიანმა განუცხადა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ფონდ „ქართუს“ მიერ ქართული რაგბის განვითარებისთვის გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა.

„პირველი სიტყვა, რომელიც მოგდის თავში არის ალბათ, გამართლება – ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან“ ერთად (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კერო ორგანიზაციაა), პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში და დაინახა ის პერსპექტივა, რომელიც სპორტის ამ სახეობას ჰქონდა ჯერ კიდევ ათეული წლების წინ – ეს გამართლებაა. შემდეგ გაგვიმართლა იმაში, რომ ეს ქველმოქმედება არის უანგარო, რადგან ქართულ სპორტში, როგორც სპორტის მინისტრი უკვე, არაერთ კერძო სპონსორს ვხედავ სხვადასხვა ფედერაციაში, მაგრამ ძალიან იშვიათია უანგარო სპონსორობა და ანგარო ქველმოქმედება. აქაც, „ქართუს“ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ქველმოქმედებასა და სპორტში ინვესტიციაში, არამედ ამ საქმის უანგაროდ კეთებაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაჩი ცაგურია – ორი მაროდიორი გვყავდა 2008 წლის ომის დროს, გიული ალასანია და დავით კეზერაშვილი, ღირსება გინდოდათ აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ღირსეულად- მაროდიორი ხარ გიული, მაროდიორი!
Next post საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა