საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა

Read Time:24 Second

ისტორიაში პირველად, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.

შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში ქართველმა ხელბურთელებმა სტუმრად, უნგრეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 31:30 დაამარცხეს, მე-6 ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ნაკრების მხრიდან საუკეთესო, 8 გოლით გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა. 7 გოლი ჰქონდა თეიმურაზ ორჯონიკიძეს, 4-4 გოლი კი ირაკლი კბილაშვილის, ერეკლე არსენაშვილისა და გიორგი დიხამინჯიას ანგარიშზეა.

ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია 10-დან 28 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილზე: ჩვენს ქვეყანას გაუმართლა, რომ აღმოაჩნდა ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც თავის ოჯახთან, ფონდ „ქართუსთან“ ერთად პირველმა ჩადო საკუთარი სახსრები რაგბიში
Next post დაჩი ცაგურია ოპოზიციაზე- რა დავაშავეთ უფალო, რომ ესინი ჩვენთან ერთად გააჩინე ამ ქვეყანაში, ეს უტიფრები, ეს უჯიშოები ესინი!