თბილისის მეწყერსაშიში ქუჩები დაასახელეს

Read Time:39 Second

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადებით, თბილისში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში სამშენებლო კომპანიები და კერძო პირები მერიას მშენებლობების ნებართვის გაცემას სთხოვენ, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. ამის შესახებ 1TV წერს

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, იმ კვლევის თანახმად, რომელიც სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს და რომელიც თვენახევრის წინ მომზადდა, თბილისში განსაკუთრებით მეწყერსაშიშ ზონებს განეკუთვნება ვერეს ხეობა, ვარაზის ხევი, ლეღვთა ხევი და ჟვანიას ქუჩის ფერდი.

სეისმოლოგის განცხადებით, ამ ადგილებში მეწყერის საფრთხე დიდია. თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მოუწოდებს , არ გაიცეს ამ ტერიტორიებზე მშენებლობების ნებართვა. მისივე თქმით, განსაკუთრებით საშიშია, მდინარე ვერეს ჭალაში მშენებლობების განხორციელება.

ექსპერტის შეფასებით, ხშირი ნალექის ან მიწისძვრის შემთხვევაში ამ ტერიტორიების დამეწყრის საფრთხე  დიდია.

გოდოლაძემ კვლევის ფარგლებში გაკეთებულ მოდელირებულ ვიდეოგამოსახულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მდინარის ჭალაში სამშენებლო პროცესის გაგრძელდების შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, წყალმოვარდნის განმეორების დროს უარესი შედეგი იქნება, ვიდრე 2 წლის წინ იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია”- ბესელიას პასუხი
Next post სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს, გამოაშკარაონ იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე