სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს, გამოაშკარაონ იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე

Read Time:39 Second

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მის შვილთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გამოაშკარაონ ყველა ინფორმაცია.

როგორც მან დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო.

„სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა.

51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდებოდა, ალბათ, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ მოძალადე არ იყო, მაშინ ყველაფერი გამოააშკარაონ“,  განაცხადა სარალიძემ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მეწყერსაშიში ქუჩები დაასახელეს
Next post გიორგი კვირიკაშვილი – ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება