გიორგი კვირიკაშვილი – ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად, ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება

Read Time:1 Minute, 0 Second

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე საუბარი პრემიერმა აღნიშნული თემით დაიწყო.

,,ბუნებრივია, მთავრობის სხდომას ვიწყებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით, რომელმაც სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ასევე საზოგადოებისთვის, არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის.

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია, ჩვენთვის იქცა სერიოზულ გამოწვევად. ჩვენთვის ადამიანი არის მთავარი ღირებულება, ჩვენ დავკარგეთ ორი ახალგაზრდა, სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის ჩვენშიც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოითვალოს ეს რეაგირებები – პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც დამეთანხმებით, რომ უპრეცედენტოა“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამ, ვიდრე რუსთაველზე აქციები იქნებოდა. „ვინმემ რომ არ მიიწეროს, რადგან მაშინვე გაკეთდა განცხადებები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით,  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაახლა გამოძიება დანაშაულის შესაძლო დაფარვის და ასევე მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის მიმართულებით.

„ამის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი და ვფიქრობთ, იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში და ჩვენშიც არსებობს, პასუხები უახლოეს პერიოდში გაეცემა. თუმცა, უნდა გვესმოდეს, იმისთვის, რომ დადგინდეს სრული სიმართლე, აღარ დარჩეს კითხვები და ეჭვები, საჭიროა გონივრული ვადა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს, გამოაშკარაონ იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე
Next post მამა თავის შვილთან ერთად ქუჩაში საწერ კალმებს ყიდდა, თავი რომ ერჩინათ. მხოლოდ ერთმა ფოტოსურათმა შეცვალა მათი ცხოვრება.