“განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია”- ბესელიას პასუხი

Read Time:34 Second

ძალიან უცნაურია, კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას- ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს პასუხობს, რომელიც საგამოძიებო კომისიიდან მის აცილებას ითხოვს:

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!

მე არცერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!

ძალიან უცნაურია, იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანი ბრეგვაძე: ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ
Next post თბილისის მეწყერსაშიში ქუჩები დაასახელეს