თბილისის მერმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა

Read Time:1 Minute, 28 Second

თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ რეჟიმში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.

თბილისის მერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქისთვის არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებში კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

„პირველ რიგში, მინდა გამოვყო ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. რეფორმის განხორციელება 3 წლის წინ დავიწყეთ. ავტობუსების პარკი იყო ცუდ მდგომარეობაში, ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული. EBRD-ის ჩართულობა პარკის განახლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. მიმდინარე წლის ბოლოსთვის პარკი მთლიანად იქნება განახლებული. ასევე მნიშვნელოვანია მეტროს მოდერნიზება-განახლება. როგორც არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ასევე მეტროს ვაგონების განახლების პროექტი. აქაც თბილისის მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს EBRD-თან და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ჩართულობა ნარჩენების მართვის მიმართულების მოწესრიგების პროცესში. სტრატეგია შემუშავების პროცესშია და გამოცდილი ექსპერტების დახმარებით, მალე თბილისს საუკეთესო პროექტი და გეგმა ექნება.

„მინდა ხაზი გავუსვა ნარჩენების მართვის მოწესიგებას. ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკა ნარჩენების მართვის თვალსაზრისით და თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტის განხორციელება. არსებული ვითარება და მდგომარეობა, მიდგომები და დამოკიდებულება, რაც იყო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ეს არის გუშინდელი დღე, ეს არის წარსული. ჩვენ არ გვაქვს ნარჩენების მართვის გამოცდილება, თუმცა თქვენი ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, საუკეთესო პროექტს დავდებთ, გეგმა შემუშავდება თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის განხორციელება“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე თბილისის მერმა სხვა პროექტების დაფინანსების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, და ამ მიმართულებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგარეო უწყება: ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება
Next post თამარ გაბუნიას განცხადებით, ის კლინიკები, სადაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია მოხდება, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ