საგარეო უწყება: ირანის საზღვარზე გაჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება

Read Time:31 Second

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო დაწესებულების ინფორმაციით, 30 იანვარს გამოუშვეს ირანის საზღავრზე გაჩერებული კიდევ 7 სატვირთო ავტომობილის მძღოლი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები და აღნიშნული პრობლემის სწრაფად აღმოფხვრის გზები.

აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან. აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next post თბილისის მერმა EBRD-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა