თამთა მეგრელიშვილი: ვინც ამ ბრძოლაში ხელის შეშლისა და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მეტს არაფერს აკეთებთ, არჩევნების დროს მიღებულ შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ

Read Time:1 Minute, 29 Second

მშვიდობიანად ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღემდე და მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო 1 ივლისს უცხოელი ტურისტის მიღებას,- იურისტი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ, ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება. იურისტის თქმით, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდ – გამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. თამთა მეგრელიშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში იმ ნაბიჯების მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელიც ეპიდ – ომის დროს გადაიდგა. ,,2019 წლის მონაცემებით საქართველოს 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ხოლო სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა გრძელდებოდა 2020 წლის იანვარ-თებერვალშიც, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ პროცესის უწყვეტობაც დაირღვა. ეპიდ – ომის დროს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მრავალმხრივი მნიშვნელობისაა – სასტუმროების საკარანტინო ზონებად გამოყოფით ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან ერთად, დიდი დახმარება გაუწია სასტუმროების ბიზნესს და ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა ანაზღაურებადი სამსახური; ხელისუფლებამ ტურიზმის სექტორის დასაცავად გადაავადა ქონების და საშემოსავლო გადასახადი; მცირე სასტუმროებს საბანკო სესხის პროცენტი 6 თვის მანძილზე დაუსუბსიდირა და დაეხმარა კომერციული სესხების რესტრუქტურიზაციაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშიც ხელისუფლებას ყურადღების მიღმა არ დარჩენია ამ სექტორის კომპანიებზე და დასაქმებულებზე ზრუნვა- მათთვის 6 თვის განმავლობაში 1200 ლარი, თვითდასაქმებულებისთვის კი ერთჯერადი დახმარებოს სახით 300 ლარის გამოყოფით; მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო ამ პროცესში დამსაქმებლისათვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება (1500-მდე 750 ლარის საშემოსავლო) და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გაორმაგება. მშვიდობიანად ნაკლები დანაკარგებით მოვედით დღემდე და მთავრობის მიერ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 15 ივნისიდან ქვეყანა იწყებს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ხოლო 1 ივლისს უცხოელი ტურისტის მიღებას. საერთაშორისო დონეზეა აღიარებული რომ საქართველო სამაგალითოდ უმკლავდება ეპიდ გამოწვევას და ამ ფონზე გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში”,- წერს იურისტი. იმ ადამიანებს კი, ვინც მეგრელიშვილის თქმით, ამ ბრძოლაში ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს და ქვეყნის რეპუტაციის შელახვითაა დაკავავებული, იურისტი ასე მიმართავს – არჩევნების დროს მიღებულ შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტურიზმის დახმარების გეგმის მესამე ეტაპის ბიუჯეტი ₾200 მილიონს შეადგენს
Next post ზაალ ანჯაფარიძე: ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე, ყველაზე მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები და არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას