ზაალ ანჯაფარიძე: ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე, ყველაზე მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები და არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას

Read Time:54 Second

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას აფასებს. ანჯაფარიძის თქმით, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე მთავარია, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები განუხრელად დავიცვათ და არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას ,,კორონავირუსის შემოტევის შემდეგ, რომელმაც მართალია სხვა ქვეყნებთან შეუდარებლად ნაკლები მსხვერპლი და დაავადებული წაიღო ჩვენგან ჩვენი გმირი და პროფესიონალი ექიმების და მათი ხელშემწყობი მთავრობის დამსახურებით (როგორც არ უნდა ეპიტნავებოდეთ ეს მავანთ), ვიწყებთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმში დაბრუნებას.ახლა ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე, ყველაზე მთავარია, რომ ეიფორიას არ მივეცეთ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები ისევე განუხრელად დავიცვათ როგორც ადრე, არ ავყვეთ დესტრუქციული ძალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას და ახალ პოსტ-კორონა პერიოდში მიღებული დახმარების პარალელურად ჩვენც გამოვიჩინოთ ფხა და ვიფიქროთ სად შევძლებთ ყველაზე უკეთ საკუთარი თავის რეალიზებას ახალ სინამდვილეში. ბევრისათვის ეს ახალი სინამდვილე კი ნამდვილად დადგა“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოსი მთავრობას ურჩევს იფიქროს სამედიცინო ტურიზმზე, რომელიც შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. ,, სამედიცინო ტურიზმის ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამთა მეგრელიშვილი: ვინც ამ ბრძოლაში ხელის შეშლისა და საკუთარი ქვეყნის რეპუტაციის შელახვის მეტს არაფერს აკეთებთ, არჩევნების დროს მიღებულ შედეგებზე პრეტენზია არ გქონდეთ
Next post სოსო არჩვაძე: ჩვენი ქვეყნის სამაგალითოდ მოხსენიება, მსოფლიო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის მიერ შექების გარდა მორალური გამარჯვებაცაა