თამარ გაბუნია: COVID19-სგან გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება

Read Time:43 Second

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა მაღალი სტატისტიკის მიზეზი განმარტა. ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დადებითი სტატისტიკის მიზეზი ინფიცირევულთა შეფასების ახალი კრიტერიუმია. „თუ უსიმპტომოა პირი მას 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა გაბუნიამ.

„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა 718-ს შეადგენს. ამ ადამიანებმა ჰოსპიტლები და საკარანტინო სასტუმროები დატოვეს, ბინაზე მეთვალყურეობაც შეჩერდა.

გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება“,- განმარტა გაბუნიამ.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში გამოჯანმრთელების მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, რადგან 10-12 დღის განმავლობაში მაღალი იყო ინფიცირებულთა რიცხვი. „შემდეგ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა დაიკლებს, შესაბამისად შემცირდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, BTU-მ სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების სწავლება დაიწყო
Next post სალომე სამადაშვილი – ძალადობისა და დაშინების კამპანიაზე პარტიებმა ერთიანი პოზიცია უნდა დავიცვათ