თამარ გაბუნია: რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ე.წ. „მიუ“ შტამი, ამაზე საუბარი რთულია, მთავარია მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს

Read Time:56 Second

რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება კორონავირუსის ე.წ. „მიუ“ შტამი, ამაზე ახლა საუბარი ძალიან რთულია. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, აღნიშნული შტამი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ყველა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის დაკვირვების საგანია. შესაბამისად, საქართველოც დაკვირვების რეჟიმშია.

„თეორიულად შესაძლოა, მას რისკებიჰქონდეს, თუმცა ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები, „დელტა“ და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, „მიუ“ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით, არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად, ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეფექტურია. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია.

ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე საუბარი. მთავარი დაცვა არის ის, რომ ახალ შტამს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და გაფართოება 60-ის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, იმიტომ რომ ახალი შტამი „მიუ“ იქნება თუ რამე სხვა, გადავიტანოთ და დავხვდეთ მას მაქსიმალური დაცვით“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: მათ მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია
Next post ონის მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშლის წინასაარჩევნო კამპანია ბარის და მარავლძლის ადმინისტრაციულ ერთეულებში