კახა კუჭავა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: მათ მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია

Read Time:31 Second

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული 15 არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა ბერკეტს გამოიყენებს არჩევნებზე ზემოქმედებისთვის.

„მახსოვს, შარშან, ზუსტად საპარლამენტო არჩევნების წინ, მსგავსი აღმოჩენები გავაკეთეთ. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ორგანიზაციები დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ, დავადგინეთ მათი არა მხოლოდ დამფუძნებლების, არამედ, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების პირდაპირი კავშირი, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ამიტომ, ეს არ არის გასაკვირი. ისინი ცდილობენ, ყველანაირი ბერკეტი, მათ შორის, სპეკულაციები გამოიყენონ არჩევნებზე ზეგავლენისთვის. მსგავსი ადგილობრივი ორგანიზაციების მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია, როცა ასეთი ინფორმაცია არსებობს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ქართული ოცნების“ ცნობით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. გამოვლენილია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლთაგანაცა 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება“: არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“
Next post თამარ გაბუნია: რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ე.წ. „მიუ“ შტამი, ამაზე საუბარი რთულია, მთავარია მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ძლიერი იმუნური ფენა დახვდეს