“ზურაბიშვილს აკრიტიკებენ ქართულად ვერ ლაპარაკობს კარგად, რას მელაპარაკებით?” – კახი კავსაძე

Read Time:30 Second

სალომე ზურაბიშვილი ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია, – ასე აფასებს მსახიობი კახი კავსაძე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

„კვირის პალიტრასთან“ მსახიობმა სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია! მე თვითონ შევესწარი რამდენიმე რჯულის ხალხში რომ იდგა და ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ჩემზე ამაყი იმ წუთში არავინ იყო, როცა ვხედავდი ქალი ხუთ სხვადასხვა ენაზე, როგორ უხსნიდა ყველაფერს. უბედნიერესი ვიყავი მისი შემყურე! ქართულად ვერ ლაპარაკობს კარგად, ჩემო ბატონო?! რას მელაპარაკებით, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს, აი, ხმალი მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა!” – განაცხადა კახი კავსაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “კლასელები იყვნენ… მეგობრის ქორწილიდან მოდიოდნენ…” – ვინ იყვნენ ბათუმში გარდაცვლილი ახალგაზრდები
Next post ”ქალი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა დათმო და “კაცი” რომელსაც რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან”