ზუგდიდში მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ზუგდიდელები არიან გაერთიანებული. დღეს მხარდამჭერთა ჯგუფთან ერთად მერობის კანდიდატი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ქუჩაზე იმყოფებოდა და მოსახლეობას შეხვდა.
„დღეს მოვიარეთ ქალაქის ცენტრალური უბნები და ძალიან დიდი მუხტი იგრძნობა, ამ მუხტის განსაკუთრებული ფაქტორია მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა თაობის ზუგდიდელების მიერ, ეს ადამიანები უკმაყოფილო არიან პირველი ტურის შედეგებით და დამოუკიდებლად მაქსიმალურად ჩართული არიან კამპანიაში“ – აცხადებს მამუკა წოწერია.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, მეორე ტურში იმ მოქალაქეების მონაწილეობაზე საუბრობს, ვინც პირველ ტურის დროს „ქართული ოცნების“ უპირატესობაში დარწმუნებულებმა ინერტულობა გამოიჩინეს და არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს:
„ზუგდიდში ხდება თვითორგანიზება და მობილიზება იმ ადამიანების, რომლებმაც პირველ ტურში ჩათვალეს რომ „ქართული ოცნება” იყო უალტერნატივო და არ მოვიდნენ არჩევნებზე. ეს ადამიანები უკვე აფასებენ, რომ მათი ხმა არის გადამწყვეტი და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ აქტიურობისკენ მოვუწოდოთ ზუგდიდელ მოსახლეობას, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ ხმას აძლევენ და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და არა მძიმე წარსულში დაბრუნებას“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...