ზესტაფონის მოსახლეობის ნაწილი მერის გადადგომას ითხოვს

Read Time:35 Second

ქალაქ ზესტაფონში, მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მერის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ. მათ პროტესტს შეურთდა “პატრიოტთა ალიანსის” ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს. ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, მათი თქმით, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომითაა დანიშნული.

ზესტაფონის მერიაში, აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. როგორც ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე აცხადებს, ქალაქში და ზესტაფონის სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

რაც შეეხება ადმინიტრაციის სამსახურის უფროსის, ეკა დუგლაძის დიპლომს, მერის მოადგილე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმე არის ძიებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე ერევანში გასამართ ლეგენდების მატჩში მიიღებენ მონაწილეობას
Next post 51-ე სკოლის დირექტორი: ვერავინ დაადასტურებს, რომ დავით სარალიძე ვინმეს ჩაგრავდა