“ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, დაისჯება ყველა, ვინც მათზე თავდასხმა გაბედა” – შს მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა

Read Time:2 Minute, 26 Second

შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­შა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. რო­გორც გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც გა­ბე­და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა, იქ­ნე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და დას­ჯი­ლი.

გა­ხა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ნას­რო­ლი ქვე­ბის­გან მი­ი­ღეს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ პო­ლი­ცი­ელს და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა.

“თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვინც გა­ბე­და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა და იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი. ამას ვპირ­დე­ბი თი­თო­ე­ულ ჩვენს პო­ლი­ცი­ელს და ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს. ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი თა­ვის არე­ში არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ექი­მე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან. იმე­დი გვაქვს აქაც სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მო­ვალთ”, – გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შს მი­ნის­ტრთან ერ­თად თე­ლა­ვის რე­ფე­რა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრი ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი, კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი, სო­ზარ სუ­ბა­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პან­კი­სე­ლე­ბი დღეს დი­ლი­დან ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი და მათ­სა და პან­კი­სე­ლებს შო­რის რამ­დენ­ჯერ­მე და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე სიმ­შვი­დეა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკიმ გაიმარჯვა
Next post ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი”-“თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი…მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ