ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, უკრაინა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამართავს

Read Time:27 Second

​უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, უკრაინა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ გამართავს. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის ლიდერის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ბრძანებულებები ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. რუსეთის მოქმედ პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმოების შეუძლებლობაზე საუბარია უსაფრთხოების საბჭოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირველ პუნქტში.

უკრაინის ოთხი რეგიონის ნაწილის ანექსია ვლადიმერ პუტინმა 30 სექტემბერს გამოაცხადა. ასევე, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას მოლაპარაკება შესთავაზა. იმავე დღეს გაიმართა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა. შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან თანაარსებობაზე შეთანხმება შეუძლებელია და კიევი დიალოგს რუსეთის სხვა პრეზიდენტთან გამართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: არ არსებობს საქართველოს ისტორიაში უფრო ბოლშევიკური და ანტიდასავლური ძალა, ვიდრე არის „ნაცმოძრაობა“
Next post კახა კალაძე – საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არის უდიდესი პრობლემა