ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

Read Time:45 Second

საქართველოს ეროვნული ბანკი სამი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: 1. მეფე ვახტანგ I გორგასალი, 2. მეფე გიორგი V ბრწყინვალესერია “საქართველოს მეფეები“, 3. ევრობასკეტი 2022, მეფე ვახტანგ I გორგასალი და მეფე გიორგი V ბრწყინვალე სერიიდან “საქართველოს მეფეები“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოლექციო სერია “საქართველოს მეფეებისთვის“ შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც ქვეყნის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. სერია წარმოაჩენს ქვეყნის საერთო სოციო-პოლიტიკურ თუ ზოგად კულტურულ-ისტორიულ კონტექსტს, ხაზს უსვამს იმ გამორჩეულ ეტაპებს, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით, ქართული ეროვნული ვალუტა კიდევ ერთხელ უწყობს ხელს ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზებას.

ამ ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მუშაობა მეფე ვახტანგ I გორგასლისა და გიორგი V ბრწყინვალეს თემებზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების გამოსაშვებად და აცხადებს ესკიზების შესარჩევ კონკურსს.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ზოგადად უჭირს კანდიდატების დასახელება და ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ საერთო სტრატეგია არ გააჩნიათ, ერთობა კი არც აქამდე ჰქონიათ
Next post ამირან გამყრელიძე: ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია