ამირან გამყრელიძე: ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია

Read Time:52 Second

შარშან საქართველოში „კოვიდ-19“-ით ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს რვა ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების მე-9 ფაქტი კი შესწავლის ეტაპზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, ორსულებისთვის დაშვებულია „ფაიზერის,“ „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გამოყენება და ამ ვაქცინების შემთხვევაშიც არის გაფრთხილება, რომ აცრის შესახებ შეთანხმება უნდა იყოს ორსულს, ექიმსა და ოჯახს შორის.

რაც შეეხება ინაქტივირებულ ვაქცინებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ვაქცინები ორსულებში გამოიყენება, კოვიდვაქცინებს უწერიათ, რომ კვლევები ორსულებში არაა ჩატარებული და საქართველო ორსულებს ჩინური პრეპარატით ვერ აცრიდა.

„ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას რაც შეეხება, გამყრელიძის თქმით, პირველი დასახელების ვაქცინა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში შემოვიდა, „ასტრაზენეკას“ გამოყენების ქვედა ასაკობრივი ზღვარი 45 წელია, რაც რეპროდუქციული ასაკის ზედა ზღვარს წარმოადგენს.

ამასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი სიფრთხილეა თავად ორსული ქალებისა და მეან გინეკოლოგების მხრიდან. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ბევრი ექიმი არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას.

„ორსულობა ყოველგვარი ინფექციური დაავადების, მათ შორის კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მათი აცრა გრიპზე. მინდა, მოვუწოდო ორსულებს, რომ მათი აცრა აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს
Next post 47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპების დედა გახდა