47 წლის კოვიდინფიცირებული ქალი ტყუპების დედა გახდა

Read Time:23 Second

47 წლის კოვიდდადებითი ქალი ტყუპების დედა გახდა. ის შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ამის შესახებ ინფორმაციას „კლინიკა ბომონდი“ ავრცელებს.

„ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა. აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა. დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობას და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსულების აცრა აუცილებელია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდება