გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ზოგადად უჭირს კანდიდატების დასახელება და ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ საერთო სტრატეგია არ გააჩნიათ, ერთობა კი არც აქამდე ჰქონიათ

Read Time:33 Second

ის, რომ ოპოზიციას ზოგადად უჭირს კანდიდატების დასახელება მიანიშნებს იმას, რომ მათ არც საერთო სტრატეგია გააჩნიათ, ერთობა კი არც აქამდე ჰქონიათ​​, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ფოთის მერობის კანდიდატად თინა ბოკუჩავას გიგი უგულავათი ჩანაცვლებას.

„რაც შეეხება ფოთში ბოკუჩავას შემდეგ კი უგულავას კანდიდატურის დასახელებას, აქ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიოლი-რეშკას პრინციპზე გადავიდნენ და ასე ანაწილებენ კანდიდატებს. სხვა ლოგიკა არ გააჩნია ფოთში ბოკუჩავას, შემდეგ კი უგულავას კანდიდატურის დასახელებას. ქალბატონ თინას ეყო გონიერება და უარი თქვა ამ პოზიციაზე და უგულავა ალბათ დათანხმდა იმას რაც შეხვდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ფოთის მერობაზე გიგი უგულავას კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია და ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან
Next post ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად კონკურსს აცხადებს