კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

Read Time:32 Second

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან
იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. ახალი სერვისის
დანერგვის პროცესს თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილე
თამარ ტყეშელაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დილიდან
აკვირდებიან
ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და
საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405
405.
სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა
შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების
დარეგისტრირებასაც შეძლებენ.
სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის
სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და
კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე
თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა
Next post გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციას ზოგადად უჭირს კანდიდატების დასახელება და ეს მიანიშნებს იმას, რომ მათ საერთო სტრატეგია არ გააჩნიათ, ერთობა კი არც აქამდე ჰქონიათ