ემანუელ მაკრონი – დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ

Read Time:39 Second

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონ იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცებული საპენსიო რეფორმა, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ შემოწმების შემდეგ, წლის ბოლომდე განხორციელდება,  – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

„რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ეს მაკრონის პირველი მიმართვაა მას შემდეგ, რაც მან საკონსტიტუციო უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო სისტემის სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომლებიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

ემანუელ მაკრონის განმარტებით, როდესაც მან დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა, საფრანგეთში 10 მილიონი პენსიონერი იყო, ახლა კი მათი რიცხვი 17 მილიონს შეადგენს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და მათი ბრაზი გათვალისწინებულია, თუმცა, მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია: არცერთ ეტაპზე არ დაგვიმალავს, რომ არსებობს მოძრაობა „დროა“ და არსებობს პარტია „დროა“ – ეს არის სამართლებრივად გამართული მექანიზმი
Next post გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალამ“ ეს დეპუტატები გადასვა თავის ადგილზე პოლიტიკაში, ანუ გაანულა. ახლა თუ ფიზიკურად სადმე გადაადგილება უნდათ, მაგათ წინ პრაქტიკულად ცარიელია ადგილები