ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის

Read Time:34 Second

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სოფელ კარალეთში განუცხადა, სადაც დღეს ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მან კომენტარი გააკეთა, არის თუ არა მოსალოდნელი ახალი რეგულაციები, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო.

„არის მნიშვნელოვანი ირიბი რეგულაციები, მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაცია, რომელიც შემუშავებულია და რამდენიმე სახის ბიზნესი მის გამოყენებაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანია, ბიზნესმა ამ ინიციატივას აქტიურად დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისა და ბიზნესისთვის.

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს. აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს და ასე ხდება სკოლების, კლასების დახურვა, რადგან ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან
Next post არჩილ თალაკვაძე – ეკლესიაზე თავდასხმა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანა