სამშაბათი, აპრილი 21, 2026

დონალდ ტრამპი – ირანთან მომავალი შეთანხმება ბარაკ ობამას ბირთვულ გარიგებაზე გაცილებით უკეთესი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მომავალი შეთანხმება ბარაკ ობამას ბირთვულ გარიგებაზე გაცილებით უკეთესი იქნება.

დონალდ ტრამპის თქმით, ობამასა და ბაიდენის მიერ მომზადებული შეთანხმება „ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგება იყო” და ირანს ბირთვული იარაღის შექმნისკენ „გზას უხსნიდა“.

მათ რეალურად 1,7 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით გადაიხადეს „ბოინგ 757“-ზე ჩატვირთეს და ირანში გაგზავნეს, რათა ირანის ხელმძღვანელობას სურვილისამებრ დაეხარჯა. მან ვაშინგტონის, ვირჯინიისა და მერილენდის ბანკები ნაღდი ფულისგან დააცარიელა. ბანკირებმა განაცხადეს, რომ მსგავსი არაფერი უნახავთ. გარდა ამისა, ასობით მილიარდი დოლარი გადაეცა ირანს. მე რომ არ გამეუქმებინა ეს შეთანხმება, ბირთვული იარაღი გამოყენებული იქნებოდა ისრაელის წინააღმდეგ და მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენი სამხედრო ბაზების წინააღმდეგ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, თუ შეთანხმება მისი ადმინისტრაციის დროს გაფორმდება, ის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველა სხვა ქვეყნისთვის.

დონალდ ტრამპი უარყოფს, რომ ირანთან გარიგების სწრაფად დასრულებასთან დაკავშირებით „ზეწოლას” განიცდის და აღნიშნავს, რომ შეთანხმება „შედარებით მალე“ მოხდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა მიქიაშვილი პატრიარქზე-ეს მისი სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რა, უბ­რა­ლო­ე­ბა მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მას­თან თუ იყა­ვი, გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ შენ რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დი და თვი­თონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. მას...

,,პირ­ვე­ლად ქაშ­ვეთ­ში ვნა­ხე, მა­შინ იქ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და სი­ა­რუ­ლი. პატ­რი­არ­ქი ყო­ველ გი­ორ­გო­ბას მო­დი­ო­და ხოლ­მე. ახ­ლოს შევ­ხვდი, ეტყო­ბა, აქ­ტი­უ­რი ვი­ყა­ვი, გა­ი­ცი­ნა და ნა­კურ­თხი წყა­ლი შე­მას­ხუ­რა. მერე კი, როცა სა­პატ­რი­არ­ქო­ში მი­ვე­დი, ასე გა­ვი­ცა­ნი. დი­ლას ვმო­რი­გე­ობ­დი. პატ­რი­არ­ქი ეზო­ში სა­ლო­ცა­ვად მარ­ტო ჩა­მობ­რძან­და. დი­ლის 7 სა­ა­თი, 8-ის წუ­თე­ბი იქ­ნე­ბო­და. მარ­ტო მე დავ­ხვდი. მარ­ტო მე და პატ­რი­არ­ქი ვი­ყა­ვით. აან­თო სან­თე­ლი და ლოც­ვა წა­ვი­კი­თხე. მკი­თხა, ვინ ბრძან­დე­ბი­თო? თქვე­ნო­ბით მოგ­ვმარ­თავ­და. ეს მისი სა­ო­ცა­რი კულ­ტუ­რა, უბ­რა­ლო­ე­ბა მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მას­თან თუ იყა­ვი, გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ შენ რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დი და თვი­თონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო. მას სხვა­ნა­ი­რად არ შე­ეძ­ლო - უბ­რა­ლოდ და თავ­მდაბ­ლად ურ­თი­ერ­თობ­და. ბუმ­ბე­რა­ზი ადა­მი­ა­ნი შენ­ნა­ი­რი ხდე­ბო­და... რომ გა­ი­გო, მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი, თე­ატრზე და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, კონ­კრე­ტულ მსა­ხი­ო­ბებ­ზე მკი­თხა. მერე მკი­თხა თუ მიყ­ვარ­და მცე­ნა­რე­ე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი, ვინ იყ­ვნენ ჩემი მშობ­ლე­ბი. ძა­ლი­ან ბევ­რი თბი­ლი წუთი და დღე მახ­სენ­დე­ბა... რომ ვყვე­ბი ამას, მე­რი­დე­ბა კი­დეც. ზო­გა­დად რაც ამ წლებ­ში მქონ­და, ღვთის სა­ჩუ­ქა­რია და თა­ვად პატ­რი­არ­ქის წყა­ლო­ბა...''-იხსენებს კახა მიქიაშვილი   

კირ სტარმერმა სამთავრობო უსაფრთხოების ჯგუფს დაავალა, შეისწავლოს პიტერ მანდელსონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემები

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობაში უსაფრთხოების სტანდარტებზე პასუხისმგებელ ჯგუფს დაავალა, შეისწავლოს აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემები.„ვთხოვე მინისტრთა კაბინეტის ოფისის სამთავრობო უსაფრთხოების ჯგუფს, განიხილოს პიტერ მანდელსონის მოვალეობის განხორციელების პერიოდში წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთება უსაფრთხოების მიმართულებით“, – განაცხადა სტარმერმა.ცნობისთვის, მანდელსონი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მანდელსონსა და ეპშტეინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციით აღშფოთებულია.„რაც შეეხება ჩემი აღშფოთების მიზეზს ამ პროცესთან დაკავშირებით, მე მჯერა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე უნდა მოგეწოდებინათ. უნდა მოგეწოდებინათ მისი დანიშვნისას. უნდა მოგეწოდებინათ მანდელსონის გათავისუფლებისას. კაბინეტის მდივანს უნდა მოეხსენებინა, როდესაც ის პროცესის გადახედვას აწარმოებდა“, – განაცხადა სტარმერმა.ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც.

„როიტერი“ – პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება

პაკისტანში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი აშშ-თან მოლაპარაკებებს დაესწრება, – ამის შესახებ პაკისტანელმა მაღალჩინოსანმა „როიტერს“ განუცხადა.„ირანისგან დადებითი სიგნალი მივიღეთ. მდგომარეობა ცვალებადია,  მაგრამ ვცდილობთ, რომ ისინი აქ იყვნენ, როდესაც მოლაპარაკებებს ხვალ ან ზეგ დავიწყებთ“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.პაკისტანის წარმომადგენლის თქმით, ისინი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს როგორც თეირანთან, ასევე ვაშინგტონთან.ცნობისთვის, მანამდე ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გეგმა თეირანს არ აქვს. გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა. ამ ფაქტმა თეირანის მხრიდან მწვავე რეაქცია გამოიწვია.

დონალდ ტრამპი – შეთანხმება, რომელსაც ირანთან ვდებთ, გაცილებით უკეთესი იქნება – ისეთი რამ, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს

შეთანხმება, რომელსაც ირანთან ვდებთ, გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე JCPOA, რომელიც ჩვულებრივ ცნობილია, როგორც „ირანის ბირთვული შეთანხმება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ბარაქ ჰუსეინ ობამასა და მძინარე ჯო ბაიდენის ეს შეთანხმება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება. ეს ბირთვული იარაღისკენ გარანტირებული გზა იყო, რაც იმ შეთანხმებით არ მოხდება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ეს შეთანხმება რომ არ გამეუქმებინა, ახლა ბირთვული იარაღის გამოყენება ისრაელისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ მოხდებოდა. თუ შეთანხმების დადება „ტრამპის“ ქვეშ მოხდება, ეს უზრუნველყოფს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და დაცვას არა მხოლოდ ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველასთვის. ეს ისეთი რამ იქნება, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე. ასევე, დონალდ ტრამპმა „დემოკრატები“ და მედია გააკრიტიკა. „დემოკრატები ყველაფერს აკეთებენ, რომ ზიანი მიაყენონ იმ ძალიან ძლიერ პოზიციას, რომელიც ჩვენ ირანთან დაკავშირებით გვაქვს. არ მივცემ მათ უფლებას, რომ აშშ დააჩქარონ, რათა ისეთი შეთანხმება დადოს, რომელიც ისეთი კარგი არ იქნება, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. „ფეიკ ნიუსი“ წავიკითხე, რომელიც ამბობდა, რომ მე თითქოს „ზეწოლის“ ქვეშ ვარ, რათა შეთანხმება დავდო. ეს არ არის სიმართლე! მე არანაირი ზეწოლის ქვეშ არ ვარ, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება. ეს შესანიშნავად შესრულებული, ვენესუელის მასშტაბის, უბრალოდ უფრო დიდი და რთული ოპერაციაა. შედეგი კი იგივე იქნება!“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობილია სად დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს

ბერ ნიკოლოზს 23 აპრილს ჯიქიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა გოგოლაძე წერს.„ბევრმა მომწერა მამა ნიკოლოზის პანაშვიდთან დაკავშირებით და აქ დავწერ. 23 აპ­რილს ჯი­ქი­ას სა­საფ­ლა­ო­ზე ხმოხდება დაკრძალვა.  გას­ვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა ხუთ­შა­ბათს ორ სა­ათ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის 6ა, ჰერ­მე­სი, რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­სახ­ლი­დან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები