ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების საფუძველი ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს.
„აზრიანი დიალოგის საფუძველია ვალდებულებების შესრულება. ირანში აშშ-ის მთავრობის მიმართ ღრმა ისტორიული უნდობლობა კვლავ არსებობს, ხოლო ამერიკელი მაღალჩინოსნების არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები მწარე გზავნილს შეიცავს – ისინი ირანის კაპიტულაციას ითხოვენ. ირანელები ძალას არ დაემორჩილებიან“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ცნობისთვის, ირანში უარს აცხადებენ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდში მონაწილეობაზე, რომლის დაწყებასაც აშშ ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის ათდღიანი ვადის გასვლამდე იმედოვნებდა.

