დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობაში უსაფრთხოების სტანდარტებზე პასუხისმგებელ ჯგუფს დაავალა, შეისწავლოს აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემები.
„ვთხოვე მინისტრთა კაბინეტის ოფისის სამთავრობო უსაფრთხოების ჯგუფს, განიხილოს პიტერ მანდელსონის მოვალეობის განხორციელების პერიოდში წამოჭრილი ნებისმიერი შეშფოთება უსაფრთხოების მიმართულებით“, – განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, მანდელსონი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა ელექტრონული წერილები, რომლებიც ადასტურებს, რომ მანდელსონსა და ეპშტეინს უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ინფორმაციით აღშფოთებულია.
„რაც შეეხება ჩემი აღშფოთების მიზეზს ამ პროცესთან დაკავშირებით, მე მჯერა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე უნდა მოგეწოდებინათ. უნდა მოგეწოდებინათ მისი დანიშვნისას. უნდა მოგეწოდებინათ მანდელსონის გათავისუფლებისას. კაბინეტის მდივანს უნდა მოეხსენებინა, როდესაც ის პროცესის გადახედვას აწარმოებდა“, – განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო, დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მანდელსონმა დატოვა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის ლეიბორისტული პარტიაც.

