საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების ფონზე, აშშ-სა და ირანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ ირანმა სრუტის გახსნაზე თავდაპირველი პოზიცია შეიცვალა, სავარაუდოდ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ირანის მიმართ ბლოკადა შეინარჩუნა.
„მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა ორივე მხრისგან. ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს ესკალაციაში. პირიქით, უნდა დამტკიცდეს ის, რასაც პარასკევს მხარეებმა მიაღწიეს: ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნა“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება.
„ჩვენი პოზიცია უცვლელია, პრობლემები დიპლომატიით უნდა გადაიჭრას. უნდა დავუბრუნდეთ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებებს: შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტა, მათ შორის ლიბანში, რაც შეიძლება დიდხანს და ბირთვულ საკითხზე, ბალისტიკური რაკეტებზე, ჰორმუზსა და სხვა საკითხებზე მოლაპარაკებების გზით მივაღწიოთ გრძელვადიანი სამშვიდობო გადაწყვეტას“, – განმარტა მაკრონმა.

