დავით ზალკალიანი – უკრაინასთან ორმხირივი კონტაქტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რათა ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე

Read Time:57 Second

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დიმიტრი კულებას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ისე საქართველოსა და უკრაინის ერთობლივ გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„უკრაინა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენ გვქონდა მაღალი დონის ვიზიტები, ასევე იგეგმება საქართველოდან უკრაინაში მაღალი დონის ვიზიტები და ბუნებრივია, განვიხილეთ ასევე რეგიონალური უსაფრთხოების თემები, შევაფასეთ ბოლო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენები, როგორიც იყო ნატო-ს სამიტი, ასევე ევროკავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების სამიტი, ამერიკა-რუსეთის სამიტი ზუსტად იმ კონტექსტში, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე უკრაინისთვის და ბუნებრივია, ვისაუბრეთ ასევე სამომავლო პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, კიევში დაფუძნდა სამმხრივი ფორმატი, ტრიოს ფორმატი, ასოცირებული წევრების ევროკავშირის და ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს კონკრეტული ერთობლივი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესების დაჩქარების კუთხით. სწორედ ამ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და უახლოეს პერიოდში ჩვენი საზოგადოება იხილავს სწორედ შედეგებს, პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგმულს ერთობლივად ტრიოს ფორმატში ევროკავშირთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ეს ორმხირივი კონტაქტები, რომელიც გვაქვს უკრაინასთან, ძალიან ხელს უწყობს ასევე ჩვენს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში, რათა კოორდინირებული ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ნატო-ში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ასევე კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ერთობლივი ქმედებები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნა არის პოზიტიური, თუმცა, არის გარკვეული რეკომენდაციები
Next post კარლ ჰარცელი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე: ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს