კარლ ჰარცელი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე: ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს

Read Time:39 Second

კარლ ჰარცელმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შანსები შეაფასა. ამ თემაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს დიდ ყურადღებას აქცევს, არა მხოლოდ მედიაციის დროს, არამედ კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების მიმართულებით.

„ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს. ალბათ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორ საქართველოს უდიდეს ყურადღებას აქცევს, არა მხოლოდ მედიაციის დროს, არამედ პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ფინანსურ დახმარებაზე. დავეხმარეთ მოწყვლად ჯგუფებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჯანდაცვის სექტორს, საავადმყოფოებს და ა.შ. ეს მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოს ახლო პარტნიორად და მეგობრად განვიხილავთ.

ვფიქრობ, საქართველოს ძლიერი საწყისი პოზიცია უჭირავს პარლამენტში, სადაც ძალთა აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპულია და ამავე მიმართულებით მოძრაობა სურს. ასევე ძლიერი საყრდენია ფართო საზოგადოებაშიც, რომელიც ასევე მხარს უჭერს ევროპულ გზას. იმედი მაქვს, ცოტაოდენი პოლიტიკური სიმშვიდით, პარლამენტი შეძლებს ყურადღება მეტად გაამახვილოს ამ საკითხებზე, ასევე მთავრობაც“, – განაცხადა ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი – უკრაინასთან ორმხირივი კონტაქტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რათა ერთობლივი პოზიციები გვქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა