დავით ზალკალიანი: ინდოეთი დაინტერესებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ეს არის მათთვის უმოკლესი გზა ევროპისკენ

Read Time:45 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ინდოეთი დაინტერესებულია საქართველოს შესაძლებლობებით, ჩვენი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ვინაიდან ეს არის მათთვის უმოკლესი გზა ევროპისკენ. ამის შესახებ მან ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უაღრესად საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა ინდოელ კოლეგასთან, რომელიც პირველი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინდოეთი საქართველოსთან ურთიერთობას. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების გადმოცემა საქართველოსთვის, რაც დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო პირადად მინისტრის მიმართ და ინდოეთის მთავრობის მეთაურის, ნარენდრა მოდის მიმართ, რომლის გადაწყვეტილებითაც ეს გახდა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე. ინდოეთი დღევანდელ გლობალურ სამყაროში თამაშობს უაღრესად მნიშვნელოვან როლს და ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. ინდოეთი დაინტერესებულია საქართველოს შესაძლებლობებით, ჩვენი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ვინაიდან ეს არის მათთვის უმოკლესი გზა ევროპისკენ. ამაზე საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ჩავალთ ინდოეთში დიდი ბიზნესდელეგაციით და გვექნება საუბარი უკვე კონკრეტულ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი ოდირის დასკვნაზე: ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, გაუგებარია
Next post „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა