„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

Read Time:20 Second

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა. გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ოპერატორს ხუთ ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და „ტვ პირველს“. ლექსო „იმედის კვირამ“ გუშინ ჩაწერა, სადაც დეტალურად იხსენებს 5 ივლისს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო ინტერვიუა, რომელსაც დღეს, „იმედის კვირაში“, აუცილებლად ნახავთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: ინდოეთი დაინტერესებულია საქართველოს ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ეს არის მათთვის უმოკლესი გზა ევროპისკენ
Next post სასამართლომ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობისთვის დაკავებულ კიდევ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა