გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის 11 ადამიანი 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

Read Time:31 Second

,,ჩვენ დილის 5 საათიდან გამოსულები ვართ,მერიის ზედხედველების სამსახურთან, სამართალდამცველებთან ერთად კარდაკარ დავდივართ. შევამოწმეთ სოფელ ველისციხის საკვირაო ბაზრობა, ასევე ე.წ. ,,ბირჟები,,. ყველას ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ წესების დაცვისკენ, რათა ის იდეალური მდგომარეობა რომელიც ამ წუთისთვის გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენი წინდაუხედავობით არ გავართულოთ სიტუაცია. თუმცა სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც სიტყვა პანდემიის მნიშვნელობას ვერ აღიქვამენ სწორად. მათ შორის აღმოჩდნენ სამწუხაროდ ეს ახალგაზრდებიც, მათ პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად მაინც განაგრძეს თამაში, რის გამოც დაჯარიმდნენ.,, – განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდაშვილმა.

ცნობისათვის, კახეთში თვითიზოლაციაში 299 ადამიანი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით არსებულ 9 საკარანტინო სივრცეში კი 580 პირია მოთავსებული. კახეთში Covid-19-ის არცერთი შემთხვავა არ დაფიქსირებულა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფილიპინების აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა
Next post სადილი იზოლაციაში – მაგიდა ორ აივანზე