გოგი ხოშტარიამ „იმედის“ ჟურნალისტს აგინა

Read Time:54 Second

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს აგინა. ხოშტარიას გაღიზიანება „იმედის“ სატელეფონო ზარმა გამოიწვია.

როდის გაასაჯაროებს ელენე ხოშტარიას ოჯახი დოკუმენტაციას რუსული ფინანსების მიღებასთან დაკავშირებით – ეს იყო შეკითხვა, რომლის დასმაც „ქრონიკამ“ გოგი ხოშტარიასთვის სცადა, თუმცა სატელეფონო საუბრისას, მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედს“ წარმოადგენდა, მას აგინა და ტელეფონი გაუთიშა.

მოკლეტექსტური შეტყობინებით ელენე ხოშტარიამ „ქრონიკას“ უპასუხა, რომ მისმა ოჯახმა ინფორმაცია ორგანიზაცია „ფაქტ-მეტრს“ მიაწოდა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკური სტატია უნდა მოამზადოს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საკითხს სწავლობ, თუმცა შესაძლოა სტატია ვერ მომზადდეს. მათი თქმით, არ ჰყავთ სპეციალისტი, რომელიც საავტორო უფლებების მიმართულებით მუშაობს.

„დოკუმენტაცია მომაწოდეს. ვმუშაობთ სტატიაზე. ჯერ ისიც არ ვიცი რამდენად საკმარისია ეს დოკუმენტაცია, რომ სტატია მომზადდეს და პირველადი ვერსია ამ სტატიის ალბათ დღეს საღამოს მექნება. გავივლით რედაქტირების პროცესს. ჩვენ ანალიტიკურ სტატიებს ვწერთ, როგორი სტატიებიც ჩვენ საიტზეა იმ ფორმის სტატია იქნება. არცერთი არ ვართ საავტორო უფლებების სპეციალისტი და მითუმეტეს მემკვიდრეობითი უფლებების სპეციალისტი, რაღაც დრო გვჭირდება, რომ გავერკვეთ. გასაჯაროვდება ის, რაც ეხება რუსეთიდან გადმორიცხულ თანხებს, ანუ რაც არის საჯარო ინტერესის თემა. რაც დადგენადი არის ჟურნალისტური კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენ ვიზამთ“, – განაცხადა ფაქტ-მეტრის მთავარმა რედაქტორმა მალხაზ რეხვიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ელენე ხოშტარიაზე: საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ გვხვდება შემთხვევა, როდესაც ამხელა თანხები საავტორო უფლებების თვალსაზრისით ვინმეს მიეღოს
Next post მამუკა მდინარაძე: სულ რომ ხვალ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რა უნდა გაიტანო კაციშვილი ვერ გეტყვის.