მამუკა მდინარაძე: სულ რომ ხვალ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რა უნდა გაიტანო კაციშვილი ვერ გეტყვის.

Read Time:49 Second

სხდომა და რაიმე კანონის კენჭისყრა არის ფინალური ეტაპი რაღაც სამუშაოსი. ხომ არ არის მარტივი თემები, სასამართლოს თემებია, საარჩევნო თემებია, უამრავი თემაა, ამას სჭირდება სამუშაო ჯგუფები. სულ რომ შეჯერებული იყო პრინციპებზე ამ დროსაც კი ამოვარდება უამრავი დეტალი, რაც გავლასა და განხილვას საჭიროებს. დავნიშნოთ სხდომები მივიღოთ კანონები – ამ დონეზე არიან დასულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„საკომიტეტო მუშაობები მიდის ჩვეულებრივად. დღეში რომ დაგჭირდეს ათი კომიტეტის ჩატარება, ათივე უნდა ჩაატარო და კვირაში 7 დღე რომ დაგჭირდეს, არანაირი შეზღუდვა არ არის. სესიის დღეები ამას არ ზღუდავს. არ არის აუცილებელი, რომ სხდომები მიმდინარეობდეს იმისათვის, რომ საკომიტეტო მუშაობა წავიდეს. ანუ სამუშაო ჯგუფები, საკომიტეტო მუშაობა და ამის შემდეგ გადის სესიაზე კანონპროექტი. აქამდე იმდენი საქმეა, რომ აბსოლუტურად არარელევანტურია მოთხოვნა რიგგარეშე სესიების. სულ რომ ხვალ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რა უნდა გაიტანო კაციშვილი ვერ გეტყვის. წარმოდგენა არ აქვთ რა უნდა გავიტანოთ. მათ მხარეს სიმართლე რომ არ არის, ახლა ყველაფერ ლაპარაკობენ იმის გარდა, რომ ჩაერთვებიან ამ პროცესში და მიიღებენ მონაწილეობას ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგი ხოშტარიამ „იმედის“ ჟურნალისტს აგინა
Next post ირაკლი კობახიძე: ხოშტარია იღებს რუსულ ფულს, მაშინ როდესაც გვიმტკიცებდა, რომ თითქოს ყველაფერ რუსულზე აჟრიალებდა