გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ რუსეთის წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები არ წარადგინა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალა

Read Time:1 Minute, 14 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებად შერაცხვის მცდელობა ამ პარტიის პოლიტიკური მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლენაა. გიორგი ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყოფილი მმართველი პარტიის იმ ქმედებებზე წერს, რომელსაც 2012 წლამდე ჰქონდა ადგილი.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცმოძრაობის გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით: რა ვითარება დაგვხვდა 1. დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა 2. მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხმებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებდნენ; 3. მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს; 4. საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს; 5. წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას; 6. მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში; 7. საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში; 8. წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები; 9. სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები; 10. არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგროვებლად; 11. ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს; 12. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს. აქედან გამომდინარე, მიიღეთ გადაწყვეტილება, წაჰყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“ – წერს გიორგი ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს
Next post ლევან ბეჟაშვილი მელია-ხვიჩიას დაპირისპირებაზე: მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს