მამუკა მდინარაძე: თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს

Read Time:37 Second

თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული.

„მაგალითად, პირბადის ტარება თუ სწორად მახსოვს ზაფხულში 20-30% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული, მაგრამ, თუ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, რომ 90-95%-ს გავცდეთ პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვახერხებთ. 95%-მა რომ დაიცვას პირბადის ტარების წესი, შესაძლოა შეზღუდვები უდიდესი ნაწილის მოხსნა ხვალვე გახდეს შესაძლებელი. მოდით, ქართველებს და ჩვენ მოქალაქეებს ნუ დავაბრალებთ, ბევრი ქვეყანაც ვერ იცავს და ამიტომ წესდება იქაც შეზღუდვები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ
Next post გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ნაცმოძრაობამ“ რუსეთის წინააღმდეგ საჭირო მტკიცებულებები არ წარადგინა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალა